გიორგი კვირიკაშვილი: უნდა მივაწვდინოთ ხმა ჩვენს პარტნიორებს, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია!

გიორგი კვირიკაშვილი: უნდა მივაწვდინოთ ხმა ჩვენს  პარტნიორებს, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია!

 "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია ამ კონკრეტული, მართლაცდა სამწუხარო ფაქტის თაობაზე". განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

  კვირიკაშვილი უარყოფითად აფასებს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას.


"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია ამ კონკრეტული, მართლაცდა სამწუხარო ფაქტის თაობაზე. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან უარყოფითი აქტი, ვინაიდან მთლიანად ალოგიკურია, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, თუნდაც იმ ფონზე, რა ფონზეც ჩვენ გვაქვს დღეს რაღაცა პოზიტივები ვაჭრობაში და ტურიზმის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება დღეისთვის სოჭში არის დაგეგმილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: