რას თამაშობს ვაშინგტონი?!
„ვაშინგტონს სულაც არ ადარდებს ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკური პრობლემები, ამერიკას მხოლოდ სტრატეგიული ამოცანების რეალიზება აინტერესებს - ესაა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია ნატოს როლის გაძლიერებით და ევრაზიული ბლოკის პოზიციების დასუსტებით“, - წერს ჰონკონგის გამოცემა «Asia Times»-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი პეპე ესკობარი.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ეკონომიკურ პრობლემებზე:
დონბასში საცხოვრებელი ფონდის დაახლოებით 65% დანგრეულია, თითქმის 64 ათასმა საშუალო ბიზნეს-კომპანიამ თავისი საქმიანობა შეაჩერა, უმუშევრობის დონემ მთელი უკრაინის მასშტაბით 40% შეადგინა, ხოლო საგარეო ვალის მოცულობამ წლის ბოლომდე შეიძლება 80 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
კიევის ხელისუფლებას არ შეუძლია უზრუნველყოს მრავალმილიარდიანი გაზის კონტრაქტების ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან მთელი ფული სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობასთან ბრძოლაში იხარჯება. ასეთ სიტუაციაში, ავტორის აზრით, უკრაინას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მეცენატობის“ იმედი, რომელიც ფაქტიურად თვითონ აკონტროლებს ქვეყნის საგარეო ვალებს.
პეპე ესკობარი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია ნატოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის - ჯერ ერთი, რომ კონფლიქტი რუსეთის პოტენციალის შემაკავებელი ფაქტორია, მეორე - ამ კონფლიქტით რუსეთი გარკვეულწილად სუსტდება, რადგან ლეგალურად თუ არალეგალურად მოსკოვი დიდ ფულს ხარჯავს.
„მათ, ვინც რუსეთის დემონიზაციას ცდილობს, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ნატოს ექსპანსიის საკითხზე უმჯობესია ჩუმად იყვნენ. მათ კარგად უნდა ახსოვდეთ ბუქარესტის 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების თაობაზე, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოს ბლოკში მიღება აღუთქვეს. 2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ „სანახაობრივად“ ჩაიშალა, იგივე ბედი ელოდება უკრაინასაც, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ესკალაციის ლოგიკა, რომელიც „ახალი ცივი ომის“ კონცეფციაში თავსდება, არ ითვალისწინებს ევროპულ და, მით უმეტეს, უკრაინის ეკონომიკურ პრობლემებს:
ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა და ნატოს ბლოკის აქტუალური მიზანია თავიდან აიცილოს ევრაზიული ინტეგრაცია, უკრაინაში ბერლინის კედლის მსგავსი ბარიერი ააგოს და რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი დაასუსტოს, - წერს პეპე ესკობარი.
«Asia Times» (ჰონგ-კონგი), 24 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.atimes.com/atimes/Central_Asia/CEN-01-211114.html