არჩილ გამზარდია: ე.წ გასაღებთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია არ დაფიქსირებულა!

არჩილ გამზარდია: ე.წ გასაღებთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია არ დაფიქსირებულა!

   მომსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც ადამიანის უფლებები, ასევე  ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. აღნიშნული განცხადება ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ  "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


 "ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მტკიცე პოზიცია დღემდე ვერ ჩამოვიყალიბე",განაცხადა გამზარდიამ.

"ორი მხარის ინტერესია გამოკვეთილი.  არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ამოდიან ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტიდან. საპარლამენტო ჯგუფები კი ამოდიან სახელმწიფოს უსაფრთხოების კონტექსტიდანაც, ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად.

 იმის მცდელობაში, რომ ორივე მიმართულება იყოს დაცული,  შესაძლოა, ორივე შეილახოს რაღაც კუთხით.

 როგორც ჩანს, ეს საკითხი იმაზე ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან ბევრი პრობლემური თემა არსებობს დღეს ქვეყანაში, მაგრამ ამ საკითხმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაფარა!"-განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: