პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა თვითონ გაართულეს ვითარება!

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა თვითონ გაართულეს ვითარება!

   აფხაზებსა და  რუსებს შორის  ე.წ თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება  საქარტველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკაა. აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სოჭში დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ ხელშეკრულების კომეტირებისას გადაცემა "არჩევნაში" გააკეთა.


"აფხაზებმა თვითონ გაართულეს ვითარება. რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, ხედავს, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ გვაბრალებენ პრორუსულ პოლიტიკას. რუსეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მას უნდა, აფხაზეთი მაინც დაიტოვოს.

სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია. ჩვენ უნდა ვიაროთ იმ მიმართულებით, რომელიც მიუღებელია რუსეთისათვის, ევროპისკენ, ევროატლნტიკური სივრცისკენ და შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპონენტის აგრესია,"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: