ვიქტორ დოლიძე: ამ სახით ანექსიის ფორმალიზება ხდება!

ვიქტორ დოლიძე: ამ სახით ანექსიის ფორმალიზება ხდება!

   "ნაციონალურ მოძრაობას" ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა თავშეკავება მართებს".- განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ გადაცემა "არჩევანში" რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრისას  გააკეთა.


"ეს, რა თქმა უნდა, ანექსიაა, ამაში ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ფორმალიზება ხდება ამ ანექსიისა. საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც მხარს გვიჭრს, ამას დაარქვეს ახალი სახელი - ანექსიის ლეგალიზაცია, რასაც ვეთანხმები.

 

2008 წლის შემდეგ, როდესაც ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის, მაშინ დაიწყო გადმოფორმება, ოღონდ დეფაქტო და არა დეიურე. ახლა უკვე დეიურე იფორმებს - რუსეთი. არავითარი განსაკუთრებული წინ გადაგმული ნაბიჯები არ მინახავს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან,"- განაცხადა დოლიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: