"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა  გაფიცვა დაიწყეს

 "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა დღეს, 10.00 საათზე, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. აღნიშნული განცხადება "საქართველოს რკინიგზის"  ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ  ვიტალი გიორგაძემ გააკეთა.

"მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება", - აცხადებს გიორგაძე.


მისი ინფორმაციით,  ისინი პრობლემების მოსაგვარებლად შეხვედრებსაც მართავდნენ რკინიგზის დეპარტამენტთან, თუმცა, უშედეგოდ.

"რკინიგზის დეპარტამენტთან რამდენიმე ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ დაიწყება ეტაპობრივი გაფიცვა. 10 საათზე გაფიცვა დაიწყო სალოკომოტივო დეპოში, ასევე გაფიცვა დაიწყება თბილისის გარდა, ხაშურში, სამტრედიასა და ბათუმში", - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: