გიორგი კვირიკაშვილი: ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე!
ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები, ასევე ორი ბიზნესფორუმი. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში, ლატვიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიაზე განუცხადა.
"ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ არის მასშტაბური, შევუსაბამოთ იმ ძალიან ფართო და მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ლატვიას შორის",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.