ლევან ბერძენიშვილი:ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა ეს კანონპროექტი!

ლევან ბერძენიშვილი:ჩვენ  არ ვიცით, ვინ დაწერა ეს კანონპროექტი!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის ვერსია, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებით ვახტანგ ხმალაძემ უკეთესია.

"არის ორი ვერსია, ბატონი ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ, მთელი ფრაქცია ვაპირებთ, მხარი დაუჭიროთ, მაგრამ ჩვენ ასევე მივიღებთ მონაწილეობას მეორე ვერსიის განხილვაში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენი არ გავიდა მაინცდამაინც, სხვა ვერსია ისეთი უნდა გავიდეს, რა ფორმითაც არის, რადგანაც მასთანაც არის გარკვეული შენიშვნები. არ ვაპირებთ ამის დამალვას და არ ვიკამათოთ ამასთან დაკავშირებით, პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება უკეთესი ვერსია მიიღოს პარლამენტმა. ეს იქნება ხმალაძის ვერსია თუ იქნება ბესელიას ვერსია, ყველა შემთხვევში ჩვენ მის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. რაც შეეხება იმას, არის თუ  რა ორგასაღებიანი სისტემა, სათაურსა და პრეამბულაში არის, შემდეგ ტექსტში არსად არ ჩანს რეალურად ორი გასაღები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის წინადადება, რომელიც შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებით ვახტანგ ხმალაძემ, არის უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატასტროფა მოხდება, თუ მიღებული იქნება ის ვერსია, რომელიც ჩვენ არ მიგვაჩნია უკეთესად. ეს არის უაღრესად სერიოზული შემთხვევა, როდესაც უმრავლესობას  შეაქვს ორი სხვადასხვა ვერსია და ძალიან კარგია, რომ არის კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით, მე არა მგონია, რომ ზედმეტი პოლიტიზება იყოს საჭირო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი კონტროლი უნდა ხდებოდეს და ჩვენ ვიხრებით დემოკრატიისკენ და ისინი უფრო იხრებიან უშიშროებისკენ. ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი კამათია - ადამიანი უფრო მაღლა დგას თუ უშიშროება. საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ  ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უშიშროება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქ იქნება ბევრი სიტყვა, ბევრი ბრალდება, ჩვენ  არ ვიცით, ვინ დაწერა ეს კანონპროექტი, ბესელიას დაწერილს შეიძლება არ ჰგავდეს, იმიტომ, რომ ტექსტი ძალიან ჰგავს ბატონ იზორიას ტექსტს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: