ნინო ლომჯარია:-"ჩვენ ალბათ, მოვითხოვთ ვეტოს, მაგრამ არ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია"
"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აქციით გააპროტესტებენ.
-"ჩვენ ალბათ, მოვითხოვთ ვეტოს, მაგრამ არ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ მასთან არ გვქონია კონსულტაცია. ხვალ ამ გადაწყვეტილებას აქციით გავაპროტესტებთ და მომავალში არ დავტოვებთ უყურადღებოდ"-განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, ხმალაძის ინიციატივა კი ჩააგდო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებდნენ.