ირაკლი ალასანია: სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა დიდია!

ირაკლი ალასანია: სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა დიდია!

  "სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა  ძალიან დიდია". აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  "იმედში"  აშშ-დან ჩართვისას გააკეთა. როგორც ალასანიამ განაცხადა პრობლემები  ამ ორი წლის მანძილზე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.

"ვაშინგტონში ჩემი შეხვედრების მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში დიდი შანსი აქვს იმ რეფორმებისა და პროექტების განხორციელებისა, რომელიც დაწყებულია. უბრალოდ, არის დიდი პრობლემები, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს. ჩვენთან ეს პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ ძალიან დიდია გავლენა არაფორმალური მართვის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე. ეს პრობლემა ორი წლის განმავლობაში არ შემცირდა და პირიქით - გაიზარდა. ამაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ვინც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს", - განუცხადა ალასანიამ.


 ალასანიას განცხადებით, უნდა გაძლიერდეს ინსტიტუტები და არა გავლენებილასანიას განმარტებით, უნდა გაძლიერდეს ინსტიტუტები "და არა პიროვნული გავლენები".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: