"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩანა ახალაიასა და შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის ყოფილი მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას დაპატიმრებას.


 ამასთან, შეხვერდრაზე განიხილეს როგორც საქართველოში შექმნილი სიტუაცია, ისე დემოკრატიული განვითარების პრობლემები და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები. ამასთან იმსჯელეს ქვეყანაში სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზეც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: