ვის გაშვებას აპირებს მაია მიმინოშვილი სამსახურიდან და რაში ადანაშაულებს ია ანთაძეს?

ვის გაშვებას აპირებს მაია მიმინოშვილი სამსახურიდან და რაში ადანაშაულებს ია ანთაძეს?

"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი დამიკავშირდა და მკითხა, შეეფერება თუ არა სინამდვილეს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაისში გამოცდების ეროვნული ცენტრი არ დატოვეს, სამსახურიდან ვათავისუფლებ და ხელფასს ვაკლებ. კითხვა უცნაურად მეჩვენა", - წერს "ფეისბუკის" საკუთრ გვერდზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.


მიმინოშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია  ია ანთაძემ გაავრცელა. "ცხადია, ქალბატონ იას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდი გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებული რეალური ვითარების შესახებ, მაგრამ მას ჩემთვის ან ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენლისთვის ამ კითხვით არ მოუმართვას.


ყველა იმ ადამიანს, ვინც არასწორი ინფორმაციის მიღების შედეგად დასკვნების გამოტანა იჩქარა, ვთხოვდი, ჯერ ამ ინფორმაციის სანდოობა გადაემოწმებინა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - თანამშრომლები "წამოსულებად" და "დარჩენილებად" არასოდეს დამიყვია (ეს არაერთხელ განვაცხადე) და მიმაჩნია, რომ ასეთი, ჩემთვის სრულიად მიუღებელი კლასიფიკაცია, ჩემი კოლეგების მიმართ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ამას პირველ რიგში იმ პიროვნებას ვურჩევდი, ვინც, ქალბატონ იას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და ამით გამოცდების ეროვნული ცენტრის ყველა თანამშრომელს მიაყენა შეურაცხყოფა.


ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მინდა განვუმარტო, რომ ცენტრში იგეგმება რეორგანიზაცია (ცენტრის საქმიანობას ემატება არა მხოლოდ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, არამედ სახელმწიფო შეფასება), რომელიც ყველა დეპარტამენტს არ ეხება. ბუნებრივია, არანაირი ცვლილება ხელფასებსა თუ პოზიციებში არ განხორციელებულა. რაც შეეხება ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკას, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილებისას ყველა ხელმძღვანელმა ყურადღება მხოლოდ თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს უნდა მიაქციოს", _ წერს მმიმინოშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: