ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ეკა ბესელია ე.წ გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს

ეკა ბესელია  ე.წ გასაღებთან  დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს

კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები  შენიშვნები და მისი შემდგეომი განხორციელება  რთულ პროცესთანაა დაკავშირებული. აღნიშნულზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

  აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეკა ბესელია პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს.

"მათ შენიშვნებს ვერ გავიზიარებ, რადგან ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი პროექტით, სასამართლო პრაქტიკულად ერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებაში. იმიტომ, რომ ე.წ მეორე გასაღები ანუ თანხმობა, ინსპექტორიდან გადადის მოსამართლესთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ფარული საგამაოძიებო მოქმედებები დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე მიუღებელია ის, რომ აუცილებელ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იწყებს თავისი თანხმობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასტურის მიცემას 24 საათში თავად სასამართლო ამოწმებს, რამდენად სწორად გაიცა ბრძანება. ანუ, თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპის შეცვლა. ის არათუ ბალანსს ასწორებს, არამედ ხელყოფს მას და ეს გაუმართლებელი შემოთავაზებაა. ასევე შესაცვლელია წესი, რომელიც მონაცემთა დამუშავების წესს გულისხმობს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: