ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კონკურსის გამარჯვებული უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოვლინდება

კონკურსის გამარჯვებული უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოვლინდება

   დევნილთა და განსახლების სამინისტრო  2 დეკემბერს მენაშენეებისაგან უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით კონკურსს აცხადებს

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტრო,  დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით,  მენაშენეებისაგან ბინებს შეისყიდის.

   პროგრამის ფარგლებში,  საუბარია  დევნილთათვის მინიმუმ 550 ბინის შესყიდვაზე. მენაშენეების მიერ შემოთავაზებული ფასის შესაბამისად,  ეს რიცხვი შესაძლოა 700-800  ბინამდე გაიზარდოს. 

   პროგრამა ორ ნაწილიანია, პირველი ეტაპი გულისხმობს მოქმედი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას.  მეორე ეტაპზე კი შეჩერებული მშენებლობებიდან იმ ბინების ამორჩევა მოხდება, რომელთა მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელია.  საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, მიმდინარე წელს ამ პროექტზე 3 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 16 მილიონი ლარი დაიხარჯება.

   მენაშენეების შერჩევა კონკურსის წესით  მოხდება.  დევნილთა და განსახლების მინისტრის  მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გვანცა შენგელიამ   სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა მენაშენეებს კონკურსის პირობები გააცნეს. 

   მენაშენეების შერჩევის კონკურსი 2014 წლის 2 დეკემბერს დაიწყება. პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება,  მასში ჩართულები არიან: მენაშენეთა ასოციაცია, საგადასახადო  ომბუდსმენი, უწყებათაშორისი კომისია,  დევნილთა საკითხებზე მომუშავე  ადგილობრივი და საერთაშორისო  ორგანიზაციები.

   კონკურსის გამარჯვებული 2014 წლის 12 დეკემბერს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოვლინდება. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: