112-მა საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო სტენდები განათავსა

112-მა საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო სტენდები განათავსა

112-მა საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო სტენდები განათავსა. სამსახურის მუშაობის სპეციფიკის დეტალურად გაცნობის მიზნით აღნიშნულ სტენდებში საინფორმაციო ბროშურები და ფლაერებია მოთავსებული.

 

112-ის პრესცენტრის ცნობით, მსგავსი  საინფორმაციო სტენდების განთავსება აეროპორტებში მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში შემოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს ინფორმაცია 112-ზე დარეკვის წესის, დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ და იცოდნენ, სად დარეკონ, როდესაც საჭიროა საპატრულო, სახანძრო-სამაშველო თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

 

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სტენდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტებში განთავსდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: