კახა კალაძე:-"რა იქნება მომავალში, ამაზე მე გამიჭირდება პასუხის გაცემა"

კახა კალაძე:-"რა იქნება მომავალში, ამაზე მე გამიჭირდება პასუხის გაცემა"

   ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, რომ ბოლო დროს დოლარის კურსის გამყარება ბევრ ქვეყანაში შეინიშნება და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. 

    -"მე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა, რომ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეს არის საერთაშორისო სანქციები. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ფინანსები, საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა გლობალურად მიმდინარე პროცესებზეა მიბმული. რა იქნება მომავალში, ამაზე მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს დინამიკური პროცესია და ალბათ, უმჯობესი იქნება კომენტარი ვთხოვოთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. ისინი უფრო კარგად აგვიხსნიან არსებულ სიტუაციას და მოლოდინს თუ რა იქნება მომავალ თვეებში. ვიცით, რომ საზოგადოებაში კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ძალიან დიდია ინტერესი.  კარგი იქნება თუ მალე მოვისმენთ კომენტარს არსებულ სიტუაციაზე და როგორ განვითარდება ეს ყველაფერი"- განაცხადა კალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: