ოთარ დანელია: წინასაახალწლოდ პროდუქტზე ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა!
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ლარის მაჩვენებლის ვარდნა, მსოფლიოში დოლარის გამყარებას უკავშირდება.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, ახალი წლის პერიოდში პროდუქტებზე ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა.
"წინასაახალწლოდ პროდუქტზე ფასების ზრდა, ჩვეულებრივი და ყოველწლიური მოვლენაა, ამასთანავე მსოფლიოში დოლარის კურსი პრაქტიკულად ყველგან მყარდება და შესაბამისად, იმპოტრიტებულ პროდუქტზე ფასების ზრდა იქნება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
დანელიას მოსაზრებით, ვითარება არც კრიტიკული და არც საპანიკო არ არის.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვილითი კურსი 1 აშშ დოლარი 1.89 ლარია.