რუსეთს ბერეზოვსკი უკრაინაშიც ყელში გაეჩხირა
"ბორჯომის" უკრაინელი იმპორტიორი რუსეთს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.
უკრაინული კომპანია "IDS Group" საკუთარი საქმიანობის დაყადაღებას აპროტესტებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლაი კმიტმა განაცხადა, რუსეთის თხოვნით ლვოვის სასამართლომ კომპანიის აქტივები იმის საფუძველზე დააყადაღა, რომ თითქოს კომპანიაში თანხები რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ ჩადო.
"არსებობს ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ბერეზოვსკი არასდროს არ იყო ჩვენი აქციონერი და არც ახლაა", _ აღნიშნა კმიტმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, ლვოვის სასამართლომ მაინც გამოიტანა გადაწყვეტილება კომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ და მინერალური წყლების ქარხანაში ჩხრეკა ჩატარდა.
კომპანია "IDS Group Ukraine" 2004 წლიდან "IDS Borjomi International"-ის ჰოლდინგის ნაწილი გახდა.