ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რომან გოცირიძე:-"მთავრობამ შარშანდელი "სიგნალი" ვერ მიიღო და შეცდომები არ გაითვალისწინა"

რომან გოცირიძე:-"მთავრობამ შარშანდელი "სიგნალი" ვერ მიიღო და შეცდომები არ გაითვალისწინა"

   ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია არასასურველია და აზერბაიჯანში საერთოდ არ ყოფილა ვალუტის გაუფასურება.

   -"ერთია, როდესაც რაოდენობრივად ნელ-ნელა ხდება ვალუტის კურსის შემცირება და ბიზნესი, ადამიანები ადაპტირებას ახდენენ და მეორეა, როდესაც მოლოდნელად, ზვავივით დაგეცემა თავს რაღაც მოვლენა, რომლის მართვაც ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ მას ნეგატიური პროცესები მოჰყვება. არამხოლოდ ფიზიკური პირებს, ბიზნესაც ძალიან გაუჭირდება. მათ ვისაც საექსპორტო შემოსავალი არ აქვთ, უცხოეთიდან ვალუტას არ იღებენ, ანუ ნებისმიერი ბიზნესი მცირე თუ დიდი საწარმო, რომელიც შემოსავალს იღებს ლარში, მას კრედიტები დოლარში აქვთ გასასტუმრებელი.

   პასუხისმგებელია მთლიანად მთავრობა და არა ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკი ან ცალკეული სამინისტრო. როდესაც დევალვაცია ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორი ერთვება და აჟიოტაჟური მოთხოვნაც იგრძნობა. ლარი დღეს ზედმეტად შეუფასებელია, ორის ფარგლებში ლარის კურსი ობიექტური არაა და ამაზე ეს აჟიოტაჟი, შიში მოქმედებს. თუმცა ვფიქრობ, დღეს რაიმე თანხის მასობრივი კონვერტაცია, ან ოჯახებიდან, ან საწარმოებისგან არასწორია იმდენად წამგებიანია კურსი. ისინი ბევრს დაკარგავენ", - განაცხადა გოცირიძემ "რეაქციაში" ჩართვისას.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: