ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საია: საქართველოს მოქალაქეს აჭარის შსს სამმართველოს თანამშრომლებმა ქვეყნის 10 დღით დატოვება აიძულეს!

საია: საქართველოს მოქალაქეს აჭარის შსს სამმართველოს თანამშრომლებმა ქვეყნის 10 დღით დატოვება აიძულეს!

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს უკრაინიდან დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც მისი განცხადებით, აჭარის შსს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გიორგი ბერიძის განმარტებით, მას როგორც ნასამართლევ პირს, აჭარის შსს სამმართველოს თანამშრომლებმა მოსთხოვეს ქვეყნის 10 დღით დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე, მას იარაღის ჩადებით დაემუქრა. განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა 2014 წლის 21 აგვისტოს ქვეყანა დაეტოვებინა.

როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, საქართველოში დაბრუნებისას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მას დახვდნენ აჭარის შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც უკანონოდ არ მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და კვლავ იძულებით დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია. გიორგი ბერიძის განმარტებით, ფაქტის დადასტურება შეუძლიათ მამა ანდრია (თურმანიძეს) და მამა იაკობ (ბენიძეს).

გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტით და დაიწყოს დროული გამოძიება." - ნათქვამია საიას განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: