თეა წულუკიანი: მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამოვრიცხავ!
როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, მისთვის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი.
-"ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს მთავრობაში აქამდე მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით წულუკიანმაგანაცხადა, რომ მან არ იცის, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან.
"ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დაგვტოვონ და სულ ეს არის, რაც ვიცი. რატომ? ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და მართალი რომ გითხრათ, არც ვაპირებ, ვეძიო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან", - განაცხადა წულუკიანმა.