დავით კერესელიძე: ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია!

დავით კერესელიძე: ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია!

 ქართული მხარე ცხინვალის მიერ რუსეთთან აფხაზეთის მსგავსად, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმების შესაძლო გაფორმების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს. აღნიშნულზე  ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ისაუბრა.

"ჩვენ ვარაუდი გამოვთქვით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმიც მოინდომებდა ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას. ისევე, როგორც პირველი ე.წ. ხელშეკრულების შემთხვევაში, ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია. ისევე, როგორც წინა ე.წ ხელშეკრულება, ესეც უნდა დავგმოთ, ერთსულოვნად ვიმოქმედოთ ყველა იმ პარტნიორთან, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე თვლიან, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულებები კიდევ უფრო აღვივებენ დესტაბილიზაციას რეგიონში", - განაცხადა კერესელიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: