მინდია ჯანელიძე: ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფის სფეროში რთული სიტუაციაა!

მინდია ჯანელიძე: ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფის სფეროში რთული სიტუაციაა!

  ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფის სფეროში რთული სიტუაციაა. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ,

 "ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ზოგადად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და კვებით უზრუნველყოფის პროცესი. სამუშაო არის ძალიან ბევრი. ჩვენ მზად ვართ, გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ ის ხარისხი, რაც დღეს არის ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფის კუთხით. ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაო, აქ მარტო იმ კომპანიაზე არ არის საუბარი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ჯარის კვებას, აქ არის საუბარი იმ პირობებზე, რომელშიც ჯარი იკვებება. ამ პირობებს ჩვენ აუცილებლად შევცვლით ძალიან მალე", - განაცხადა ჯანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: