ჯონდი ბაღათურია: სირცხვილი ხელისუფლებას, რომელიც ამ ფაქტს მალავს!

ჯონდი ბაღათურია: სირცხვილი ხელისუფლებას, რომელიც ამ ფაქტს მალავს!

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ეროსი კიწმარიშვილის საქმის  ახალ დეტალზე საუბრობს.

 ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა ინფორმაციას და მტკიცებულებებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის ფარულ შეხვედრებთან დაკავშირებით.  განცხადება ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ  "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"2008 წლის აგვისტოს ომის წინაპერიოდში ადგილი ჰქონდა ფარულ შეხვედრებს და ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ შეხვედრებს აწარმოებდა სააკაშვილი თავის ხელისუფლებასთან ერთად.  შეხვედრებში ეროსი კიწმარიშვილიც მონაწილეობდა.

აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილი, გარდაცვალებამდე, 2008 წლის აგვიტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა. ეროსი ფლობდა ინფორმაციას, ვის, სად და რა ვითარებაში შეხვდა სააკაშვილი  რუსეთის მხარეს. ამის მერე ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

სირცხვილი ხელისუფლებას, რომელიც ამ ფაქტს მალავს და  არ განიხილავს კიწმარიშვილის  მკვლელობის საკითხს!"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: