დავით ონოფრიშვილი: რიგი მიმართულებები ადეკვატურად არ არის აღსრულებული!
ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება გადასახედია. აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, ზედმიწევნით რომ სრულდებოდეს ის, რაც წინასაარჩევნო პროგრამაში იყო ჩაწერილი, ამის საჭიროება არ იქნებოდა.
"მთელი რიგი მიმართულებები ადეკვატურად არ არის აღსრულებული, ან გვიანდება აღსრულება", - აცხადებს ონოფრიშვილი.