მიხეილ ჯიბუტი:- "RMG Gold შეიცვალა საზოგადოებაზე ზემოქმედების ტაქტიკა"

მიხეილ ჯიბუტი:- "RMG Gold შეიცვალა საზოგადოებაზე ზემოქმედების ტაქტიკა"

   მეცნიერის, მიხეილ ჯიბუტის განცხადებით, მეცნიერებათა აკადემია კანონით არის განსაზღვრული როგორც სახელმწიფო მთავრობის მრჩეველი, ამისთვის არის ბიუჯეტიდან დაფინანსებაც გამოყოფილი და მთავრობამ რჩევა უნდა ჰკითხოს მეცნიერებათა აკადემიას. 

  - "RMG Gold შეიცვალა საზოგადოებაზე ზემოქმედების ტაქტიკა", თუ ის მანამდე ამტკიცებდა, რომ აქ არავითარი კავშირი ოქროსთან არ არისო, რისთვისაც მას ჰყავდა მეცნიერთა ძალიან დიდი ჯგუფი მხარდამჭერი, ახლა პირიქით, ეს ადამიანები ხმას არ იღებენ და ძალიან ჩუმად არიან, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ბორცვის ქვეშ იმდენი ოქროა, აზრს კარგავს ჩვენი საქმიანობა თუ ეს ბორცვი არ მოანგრიეთო. 

   ახლა წინა პლანზე წამოვიდა არგუმენტი, რომელი უფრო მთავარია,   ეკონომიკური სარგებელი საყდრისისგან თუ მისი ისტორიული შინაარსი. ეს ერთმანეთის საპირწონედ კომპანიამ უკვე ღიად დააყენა"-განაცხადა მიხეილ ჯიბუტმა ივერიონის პრესკლუბში.

 

 

   მეცნიერმა პრეზიდენტის სიტყვები-"ორ სკამზე ჯდომა არ შეიძლება" მოიშველია და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, რომ ისინი არიან ხალხის სამსახურში თუ "რაღაცა ჩრდილოვანი ხელისუფლების თუ ინვესტორის სამსახურში". მისივე თქმით, დაიწყო მეორე ეტაპი და საჭიროა დროულად გადაიდგეს სწორი ნაბიჯები.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: