რიკოთის გვირაბში დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის გვირაბში დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

ხვალიდან რიკოთის გვირაბში მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება

9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით რიკოთის გვირაბში დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

 

   "თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო-მექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2014 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. ღამის საათებში (საღამოს 18:00 საათიდან, დილის 08:00 საათამდე)  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, გვირაბის გავლით განხორციელდება,"- ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: