ვისთან აპირებს სტუმრობას ჯონდი ბაღათურია?

ვისთან აპირებს სტუმრობას ჯონდი ბაღათურია?

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის მიერ მათ პროექტზე გამოხმაურებას და მოსწონს, რომ ყოფილმა პრემიერმა თავადაც დაიწყო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მისივე თქმით აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და აქციის ფარგლებში იგეგმება სტუმრად მისვლა ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ პენსიონერთან, 85 წლის უსინათლო ქალბატონთან, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეხსნა.

   დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის  ახალ დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი დეტალების დამავლა ხელისუფლების სირცხვილია.

 

   -"2008 წლის აგვისტოს ომის წინაპერიოდში ადგილი ჰქონდა ფარულ შეხვედრებს და ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ შეხვედრებს აწარმოებდა სააკაშვილი თავის ხელისუფლებასთან ერთად.  შეხვედრებში ეროსი კიწმარიშვილიც მონაწილეობდა.

    აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილი, გარდაცვალებამდე, 2008 წლის აგვიტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა. ეროსი ფლობდა ინფორმაციას, ვის, სად და რა ვითარებაში შეხვდა სააკაშვილი  რუსეთის მხარეს. ამის მერე ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

    სირცხვილი ხელისუფლებას, რომელიც ამ ფაქტს მალავს და  არ განიხილავს კიწმარიშვილის  მკვლელობის საკითხს!"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: