ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსია!

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსია!

 საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსია, მაგრამ არის უფრო მეტის საშუალება, რომ ქალები უკეთ იყვნენ წარმოდგენილები.  განცხადება ამის შესახე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა "რედისონ ბლუ ივერიაში", სადაც ამერიკელი დიპლომატი NDI-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" თემის კომენტირებისას გააკეთა.

"მსურს, მივულოცო NDI-ის ამ ღონისძიების ორგანიზება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, მხარი დავუჭიროთ ამ კონფერენციას, რომელიც მიმართულია ქალთა როლის ზრდისკენ პოლიტიკურ პროცესებში. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ზოგადად საზოგადოებრივ განვითარებას და საზოგადოებაში თანასწორობას. საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი პოლიტიკოსი გყავთ, მაგრამ არის უფრო მეტის საშუალება, რომ ქალები უკეთ იყვნენ წარმოდგენილები. ეს ღონისძიება კიდევ ერთი საშუალებაა, რომ დღეს ხაზი ესმევა ქალის როლს და მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: