ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მაია ფანჯიკიძე: შესაძლოა, ამ კრიზისმა პრემიერის გადადგომაც გამოიწვიოს!

მაია ფანჯიკიძე: შესაძლოა, ამ კრიზისმა პრემიერის გადადგომაც გამოიწვიოს!

  სახელისუფლებო კრიზი სახეზეა  და ამას ბოლო კვირის განმავლობაში  თანამდებობის პირების მიერ სამსახურის დატოვება ადასტურებს. აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


მაია ფანჯიკიძე მთავრობის უფრო მაღალი თანამდებობის წევრების გადადგომას არ გამორიცხავს.

"არის ექსპერტების მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ამ კრიზისმა პრემიერის გადადგომაც გამოიწვიოს. არაფრის გამორიცხვა  შეიძლება  და მგონია, ამ იდეის მოსურნეებს ბოლო კვირის ფაქტები უმტკიცებს ვარაუდს. 7 თუ 8 მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა სამსახური ერთ კვირაში. არც ერთი არაა მინისტრი, თუმცა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რაც მთავარია, როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ღარიბაშვილის ძირითადი დასაყრდენი ძალაა. პრემიერს ეს ძალა გამოაცალეს. ამის უკან ბიძინა ივანიშვილია და ამაზე ღიად საუბრობენ. ჩემი აზრით, ცვლილებები გამოიწვია ნათესაურ-კლანური ჯაჭვის წინააღმდეგ ქმედებებმა. ეს პირადად პრემიერის და მთავრობის კრიზისია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: