ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების მიმართ რვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლის რექტორის მიმართვას გამოეხმაურა.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოხატა. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებისა და კანცლერების შეხვედრა. ჩვენ შეხვედრაზე არგუმენტირებული მოსაზრებები და წინადადებები დავაფიქსირეთ. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ყველა შენიშვნას და წინადადებას გაითვალისწინებდნენ. შეგვპირდნენ, რომ უნივერსიტეტების შემოსავლებისა და ხარჯების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადატანით, უნივერსიტეტების ავტონომიურობა არ იზღუდებოდა. ამ შეხვედრაზე ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მიესალმა კიდეც ცვლილებების პროექტს. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს პირობის შემდეგ,  ჩვენთვის ცოტა გასაკვირია მიმართვა პარლამენტისადმი. ამის მიუხედავად, ჩვენთვის რომ შემოეთავაზებინათ, უნივერსიტეტების სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ მიმართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც მოაწერდა ხელს," - ნათქვამია განცხადებაში.

მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცებისთვის აუცილებელია, შეიცვალოს მათი სამართლებრივი ფორმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან დაუბრუნდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  სტატუსს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: