ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გუგული მაღრაძე: შტაინმაიერი არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ფხიზელი შეფასებები აქვს!

გუგული მაღრაძე: შტაინმაიერი არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ფხიზელი შეფასებები აქვს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.


"შტაინმაიერი არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ფხიზელი შეფასებები აქვს, საინტერესოა, მას რა შეხედულება ჩამოუყალიბდება საქართველოს შესახებ!" - აღნიშნა გუგული მაღრაძემ "რეპორტიორის"  პრესკლუბში სტუმრობისას.


გუგული მაღრაძე ექსპერტთა იმ მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  შტაინმაიერი საქართველოში ქვეყნის საგარეო კურსის დასადგენადაა ჩამოსული.


"მე ხშირად მიწევს უცხოელ მეგობრებთან შეხვედრა. მათ საქართველოს საგარეო კურსის შესახებ  ეჭვი მაინცდამაინც არ აქვთ, თუმცა, ჩაკითხვა ხდება ხოლმე - ხომ არ იცვლით ან სხვა რამეს ხომ არ აპირებთო, მაგრამ როცა ჩვენი პასუხია, რომ ევროპული კურსი  არ არის მხოლოდ ხელისუფლების არჩევანი, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, აქ უკვე ყველა ეჭვი ქარწყლდება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: