ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი:ლარის სტაბილიზაცია ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა!

ირაკლი ღარიბაშვილი:ლარის სტაბილიზაცია ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა!

  " საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 5%-ს ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, არიან ქვეყნები, სადაც საქართველოზე ძლიერი ეკონომიკა არსებობს, თუმცა წელს მათი ზრდის მაჩვენებელი საქართველოზე დაბალია.

"მოსახლეობისთვის მინდა განმარტო და ჩამოვთვალო ქვეყნები, სადაც არის ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ მათი ზრდა არის საკმაოდ დაბალი ჩვენთან შედარებით - ყაზახეთი 4,3% აქვთ ზრდა, აშშ 2,2%, თურქეთი 3%, რუსეთი 0%, უკრაინა -8%, სომხეთი 2,%, აზერბაიჯანი 4,5%, მოლდოვა 1,8%, ბელარუსი 0,9%, ბულგარეთი 1,4%, ხორვატია -0,8%, ბალტიისპირეთის ქვეყნები 2,6%, ევროკავშირის ქვეყნები 1,4%, ევროზონა 0,8%, ხოლო ევროკავშირის ახალი წევრები 2,6%. საქართველო 5,2%", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მთავრობა ყველაფერს აკონტროლებს. "ეს არის პასუხი ცრუ ბრალდებებეზე და მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და ე.წ. ექსპერტებმა წამოიწყეს იმისთვის, რომ გააუარესონ გარემო საქართველოში და მოსახლეობა კიდევ უფრო დაძაბონ. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჩვენ გვაქვს კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკთან. ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა ლარის სტაბილიზაცია და ნორმალიზება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: