ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

აქცია "არა ძალადობას" ქუჩაში გადის

აქცია "არა ძალადობას" ქუჩაში გადის

   შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული სოციალური კამპანიის ფარგლებში სტუდენტები აქციებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართავენ. 

 

   ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება. 

 

   ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში 11:00 საათზე ერთდროულად დაიწყება  და 12:30 საათზე დასრულდება.

 

   თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას გამართავენ თსუ-ის პირველი კორპუსიდან "რუსთაველის" მეტრომდე,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები -  მე-6 კორპუსიდან სპორტის სასახლემდე, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტები - ჭავჭავაძის გამზირზე,  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კი -  ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

 

   ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციებს სტუდენტები რეგიონებშიც შეუერთდებიან. 

 

   ახალგაზრდები მსვლელობებს გორში (უნივერსიტეტიდან ბაზრამდე), თელავში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ქუთაისში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ზუგდიდში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ბათუმში (უნივერსიტეტიდან ბულვარამდე), მარნეულსა (ქალაქის ცენტრიდან ბაზრამდე) და ახალციხეში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე) გამართავენ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: