ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მანანა კობახიძე:ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს!

მანანა კობახიძე:ირაკლი ალასანიას  საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს!

 ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიე-სპიკერმა  მანანა კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.


"უხერხულია, თურმე ორი თვის წინ ღარიბაშვილი იყო დამოუკიდებელი, მთავრობა იყო ეფექტური, ბიძინა ივანიშვილი იყო კარგი და არ ერეოდა არაფერში. ახლა, როცა მათ პირად სფეროს შეეხო საკითხი, თურმე ქვეყანა ინგრევა.

ირაკლი ალასანიას  საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს, თუმცა ოპოზიციაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნას სჯობია, იყოს ირაკლი ალასანია ან მაია ფანჯიკიძე, იმიტომ რომ მათი წარსული წამებასთან, სისხლისღვრასთან და უბედურებასთან არ არის დაკავშირებული.

უმჯობესია, საზოგადოებას ჰყავდეს ასეთი ოპოზიცია, თუმცა მათ სინდისზე იყოს, როდის იყვნენ მართლები, 2 თვის წინ თუ ახლა,"- განაცხადა კობახიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: