ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია!

ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია!

"2014 წელს უწყების ბიუჯეტი  იყო 936 მილიონი ლარი, ნოემბრის მაჩვენებლებით უკვე დახარჯულია  755 მილიონი", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.

"წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით დამატებით 130-140 მილიონამდე დახარჯვას, ეს იქნება უკვე 95%-მდე ათვისება. 93%-ზე მეტი ათვისება რეალურად არასდროს ყოფილა, დაკორექტირების შემდეგ იყო ხოლმე 97% და 100%-ზე ადიოდნენ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, ყოველ წელიწადს დეკემბერში იყო  ყველაზე მეტი ხარჯვა. ჩვენს შემთხვევაში თანაბრად მიდის ყოველ თვეში შესრულება,"- აღნიშნა დავით შავლიაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია.


"ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", - განაცხადა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: