თამარ სანიკიძე: მომხდარში სამინისტროს ან სკოლის პასუხისმგებლობა არ იკვეთება!

თამარ სანიკიძე: მომხდარში სამინისტროს ან სკოლის პასუხისმგებლობა არ იკვეთება!

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი სასკოლო პერიოდში არ მომხდარა, უწყება დისციპლინური კომისიის სახით მაინც ჩაერევა.

"მეოთხეკლასელმა ბავშვებმა, სამწუხაროდ, ძაღლის ლეკვის გამო იჩხუბეს საკუთარ უბანში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო საათის დროს, ვფიქრობ, მაინც ჩავერევით დისციპლინური კომისიის სახით და ვეცდებით, რაღაცნაირად ეს ძალადობა დავგმოთ. აქ ჩვენი პასუხისმგებლობა არ იკვეთება, თუმცა, მაინც ჩავერევით, რათა მომავალში მსგავსი ქმედებები მინიმუმამდე იყოს დასული", - განაცხადა სანიკიძემ.


მინისტრის თქმით, მომხდარში სამინისტროს ან სკოლის პასუხისმგებლობა არ იკვეთება. სანიკიძის თქმით, ინციდენტში მონაწილე ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: