მამუკა არეშიძე: რასაკვირველია, ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დგას!

მამუკა არეშიძე: რასაკვირველია, ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დგას!

თუ ფინანსთა მინისტრი ხედავდა, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო და აქეთ მიდიოდა ქვეყანა და ბიუჯეტის ხარჯვა სწორად არ ხდებოდა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა. აღნიშნულზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის ქრონიკასთან"  ისაუბრა. 

 

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,გამორიცხული არ არის მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"რასაკვირველია, ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრის.
თუ ფინანსთა მინისტრი ხედავდა, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო და აქეთ მიდიოდა ქვეყანა და ბიუჯეტის ხარჯვა სწორად არ ხდებოდა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა. დღეს საერთოდ დგას ყველას ჯგუფური პასუხისმგებლობა. ეკონომიკის მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ყველას კისერზეა პასუხისმგებლობა, თუმცა, გააჩნია, რა ხარისხით. ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობა უფრო მაღალი ხარისხის მიმაჩნია. თუმცა განგაშის ზარები ყველას დროულად უნდა დაერეკა", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო: "კვირის ქრონიკა"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: