ელგუჯა ხორკიშვილი: ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა!

ელგუჯა ხორკიშვილი: ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა!

გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხორკიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, რადგან თავად შპს "ენგურჰესის" წილების 100-პროცენტიანი მფლობელი სახელმწიფოა.

"ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მე უბრალოდ ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხვდები. თავად შპს "ენგურჰესის" წილების 100-პროცენტიანი მფლობელიც სახელმწიფოა. მე არ მგონია, რომ ამ განცხადებამ შეიძლება რაიმე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: