Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
24-12-2014, 13:16
ნანახია: 645

სოზარ სუბარი:

 თავდაცვის სამინისტრომ არასწორი განცხადების გავრცელების გამო ბოდიში უკვე მოიხადა, რაც შეეხება გადადგომას, ეს არის უბრალოდ აბსურდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალისგან მოდის. აღნიშნული კომენტარი დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა სკანდალური განცხადებასთან დაკავშირებით  გააკეთა, რომელიც უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს უკავშირდება. 


"თავდაცვის სამინისტრომ არასწორი განცხადების გავრცელების გამო ბოდიში უკვე მოიხადა, რაც შეეხება გადადგომას, ეს არის უბრალოდ აბსურდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალისგან მოდის, რომელმაც თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა ომი, ომი ორ დღეში წააგო,  შემდეგ  რუსთაველზე ვითომ გამარჯვების და დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად ზეიმი გამართა,  რომლის მთავარსარდალი ტალახსა და მტვერში ფორთხავდა და ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის, რომლის თავდაცვის მინისტრებიდან ერთი ძებნილია, ერთი ციხეში იჯდა,  ერთი ამჟამად ზის ციხეში. მართლა არ მესმის, ამ არასწორი განცხადების გამო საერთოდ როგორ დგას მინისტრის გადაყენების საკითხი",- აღნიშნა სოზარ სუბარმა.