სოსო ვახტანგაშვილი: "შეცდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს!"

სოსო ვახტანგაშვილი: "შეცდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს!"

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერს გიორგი ბარამიძეს გამოეხმაურა, რომელმაც  პარლამენტში თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის დაბარება მოითხოვა.

"თავდაცვის სამინისტრომ განცხადება არასწორად გააკეთა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გუშინდელ დახურულ სხდომაზე შევთანხმდით, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებებს მინისტრი გააკეთებს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, რომ შეცდომა იყო დაშვებული სამინისტროს მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია შეცდომებზე ლაპარაკი, შეგვიძლია, ვაღიაროთ შეცდომა, მაგრამ საინტერესოა, თუ ვინ ლაპარაკობს ამ შეცდომებზე. შეცდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. ვერავისგან ვერ მივიღე პასუხი არაერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ჩატოვეს სამაჩაბლოში მოსახლეობა - მოხუცები, ქალბატონები, ბავშვები? რატომ არ იყვნენ ისინი გამოყვანილი საბრძოლო მოქმედებების დროს? ვინ მოუხადა ათობით ათას ადამიანს ბოდიში, რომლებიც დღეს დევნილები არიან საქართველოში? ვინ მოუხადა ბოდიში 300 ათასზე მეტ ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს? როდის მოიხდის სააკაშვილი ბოდიშს იმისთვის, როცა მუნდირის ღირსება შეარცხვინა, გორში რომ კოტრიალობდა მაშინ", - განაცხადა სხდომაზე სოსო ვახტანგაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: