Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
26-12-2014, 16:59
ნანახია: 3368

ნოდარ ხადური:

ნოდარ ხადურის ინფორმაციით ბიუჯეტიდან ფულის დეფიციტური ხარჯვა არ მიმდინარეობს:

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვხარჯავთ ბევრ თანხას, რომელიც ფულის ბაზარზე გავლენას მოახდენს. წელს ჩვენ დავხარჯავთ უფრო ნაკლებს ვიდრე დაიხარჯა 2011 წლის დეკემბერში. 2011 წლის დეკემბერში დაიხარჯა 1 მლრდ 260 მლნ ლარი, რაც იყო 17% წლის ბიუჯეტის. წელს დავხარჯავთ 1 მლრდ 228 მლნ ლარს, რაც არის წლის ბიუჯეტის 13,4%. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობების ყველა დონის საბიუჯეტო გეგმა შეადგენს 7 მლრდ 230 მლნ ლარს. დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 7 მლრდ 140 მლნ ლარი. ეს არის 98 %.  დარჩენილია 89  მილიონი ლარი და ყველანაირი გათვლებით დარჩენილ დღეებში შემოვა ბიუჯეტში" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პრემიერის კითხვას, თუ რომელ სამინისტროებს აქვთ ხარჯვით ნაწილში პრობლემა, ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:  

"95% -ის ფარგლებში აქვს რეგიონების ფონდს. 95% -ია ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროში. ყველა სხვა სამინისტროების ათვისება შეადგენს 90%-ზე მეტს" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.