დემურ გიორხელიძე:-"სისტემა უნდა გაინგრეს!"

დემურ გიორხელიძე:-"სისტემა უნდა გაინგრეს!"

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში არსებილ სისტემას ეხმიანება და პრობლემის გადაჭრის გზებსაც ასახელებს.

 

   -"24 წელი საქართველოს განუვითარებლობას ფუნდამენტური მიზეზი უდევს საფუძვლად, საბუნებისმეტყველო მეცნიერების უმკაცრეს კანონებს 

დაქვემდებარებული, რომელიც ასევე ზუსტად ვრცელდება ადამიანთა საზოგადოებაზეც! თუ ეს ფუნდამენტური მიზეზი არ გავიაზრეთ, ილუზიების ტყვეობაში დავრჩებით და 

არასწორი ფიქრი კიდევ უფრო შედენის მდგომარეობას ჩიხში, ანუ... სისტემის უცვლელობის მდგრად მდგომარეობაში! 

   მაინც რა არის ის ფუნდამენტური მიზეზი, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას?!

   პ ა ს უ ხ ი: 

   ჩაკეტილი პოლიტიკური სიტემა, რომლის სათავეშიც შევარდნაძის მიერ აღდგენილი ნომენკლატურისა და მათი ნაშიერების, მათ მიერ გამოზრდილი ჯგუფების ყოფნაა!

შიდა ცვლილებები, რაც მოხდა, ფასადური იყო, სისტემა უცვლელი რჩებოდა... 

   პოლიტიკური აქტორები, ასევე პრაქტიკულად უცვლელი!..

   ჩაკეტილი სისტემების ძირითადი თვისებაა წონასწორული მდგომარეობის არსებობა, როცა მაკრო-პარამეტრები უცვლელი რჩება და ჩაკეტილი სისტემა ინარჩუნებს 

სტრუქტურას და ფუნქციონირების უნარს! წონასწორულ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩაკეტილი სისტემები შეიძლება არსებობდნენ 

და სწორედ ასეთი სისტემაა საქართველოში! წონასწორულ სისტემას არა აქვს განვითარებისა და თვითორგანიზაციის უნარი, რადგან ახშობს ყოველგვარ გადახრას სტაციონარული (დამყარებული) მდგომარეობიდან! არამდგრადობის ის მომენტები, როდესაც სისტემა ბალანსირებს არსებულიდან ამომავალი შესაძლო მდგომარეობის არჩევანში, იოლად დაიძლევა ბიფურკაციების მეშვეობით, ანუ, მდგომარეობის შეცვლის გზით!

   მ ა გ ა ლ ი თ ა დ: 2003 წლის 23 ნოემბერი; 2007 წლის 23 ნოემბერი და შემდგომი ცემა-ტყეპა, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო და რომლებშიც მარიონეტი შემსრულებლის როლი ე.წ. კვაზი-ოპოზიციამ დაიკისრა და შესანიშნავადაც შეასრულა! ამისათვის ისინი დაჯილდოვებული იქნენ... შემდგომში! ბიფურკაცია იყო 2012 წლის 1 ოქტომბერიც - სისტემის უცვლელობის პირობებში, ახალი მდგრადი მდგომარეობა მიღწეული იქნა ბიფურკაციის გზით!).

   P.S. განსჯის შემდეგ, დასკვნა თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გამოიტანოს! ანუ სისტემა უნდა გაინგრეს და ღია სისტემად უნდა გარდაიქმნას..."-წერს გიორხელიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: