პრემიერის საშობაო მილოცვა

პრემიერის საშობაო მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს:

 

   -"შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!

   ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაულია, მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ამიტომაც უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას. 

   ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. გვფარავდეს უფალი.

ირაკლი ღარიბაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: