ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს?!

ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს?!

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებული საკითხი, აქტუალობას დღითი დღე იძენს. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში ეს თემა უკვე გახდა განხილვის საგანი.  კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებებს აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და დამტკიცების პროცედურები მნიშვნელოვანია, რომ გონივრულ ვადებში, უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე წარიმართოს. კოალიცია კანდიდატის შერჩევის და განხილვის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობისკენ მოუწოდებს.

კოალიციის თქმით, პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ ნომინირებული კანდიდატის პროფესიული თვისებებით და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან დისტანცირების უზრუნველსაყოფად.

"მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისა და დამტკიცების პროცესი. ყოველივე აღნიშნულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სიტემაში დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებისა და აღსრულების თვალსაზრისით. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პროცესის გაუმჯობესებას და მის გამჭვირვალედ წარმართვას", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: