Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
24-01-2015, 12:45
ნანახია: 2178

დავით თევზაძე: გულწრფელად ყოფნის უფლების ბოლო შანსს ვიყენებ

დავით თევზაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე  საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების მიზეზებზე წერს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სპონტანური და ემოციის ფონზე მიღებული არ ყოფილა.

"ბატონებო, პირველ რიგში, მადლობა გამხნევებისთვის, თანადგომის სურვილისა და ქვეყნის სამსახურის მზაობისათვის. გარწმუნებთ, გადაწყვეტილება სპონტანური და ემოციის ფონზე მიღებული არ ყოფილა. დიდხანს ვიფიქრე, შესაძლოა, იმაზე დიდხანს, ვიდრე საჭირო იყო. იმაშიც გარწმუნებთ, რომ არავისი სიძულვილი და არავისზე წყენა არ მამოძრავებს. სიყვარული კი, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამშობლოს სიყვარული მსხვერპლსაც მოითხოვს, თავდადებასაც და სამსახურსაც. გარწმუნებთ, სამივე უნარი გამაჩნია და ვინაიდან ნაბიჯი გადავდგი, უკან დასახევი გზა ჩავხერგე მე თვითონ. არ დაგიმალავთ, დღესაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს, რაც მიკეთებია და რის გაკეთებასაც ვაპირებ და შევძლებ, რომ გავაკეთო, პედაგოგობა სჯობია, როგორც პროფესია, ვინაიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე უფრო კეთილშობილი საქმიანობა იშვიათია. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ამ ფონზე პოლიტიკა, როგორც საქმიანობა და მითუმეტეს, როგორც პროფესია არასოდეს მხიბლავდა და არც დღეს არ მხიბლავს. ამიტომაც ვფიქრობდი დიდხანს იმ ადამიანივით, რომელიც ოკეანის ნაპირას დგას და იცის, რომ თუ არ შეცურა, ნაპირს თავს ვერასოდეს დააღწევს და ასე ნაპირზე მდგომი დარჩება მუდამ. შესაძლოა, მარტო. ხოლო თუ შეცურა, სავარაუდოდ, იღბალს უნდა მიენდოს, ვინაიდან საკუთარი ძალა აღარ ეყოფა მეორე ნაპირამდე. პოლიტიკა ჩემთვის ის ოკეანეა, რომლის ნაპირთან 70-იანი წლების ბოლოდან ვიდექი და ფეხიც არ დამისველებია. ერთხელ ფილოსოფოსობას "შევაფარე" თავი, მეორედ - სამხედრო სამსახურს და მესამედ - პედაგოგობას. ვიცოდი, რომ ქვეყნის სამასახური იყო ეს, სუფთა სამსახური. დღეს, როდესაც ნაბიჯი უკვე გადავდგი, უკან "მოხედვას" აზრი დაეკარგა, ვინაიდან ნაპირი, სადაც მყარად ვგრძობდი თავს, ერთბაშად იმდენად შორს აღმოჩნდა, რომ "დაბრუნებამ" დაკარგა აზრი . ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ რომელიმეს ჩემს თავს ვამადლი, არამედ იმიტომ, რომ ვიდრე უფრო ღრმად არ "შემიცურავს", გულწრფელად ყოფნის უფლების ბოლო შანსს ვიყენებ და მიიღეთ, როგორც აღსარება: მიყვარს ღმერთი, მიყვარს საქართველო, მიყვარხართ თქვენ. თუ ვინმეს რამე წყენა მივაყენე "წინა ცხოვრებაში", შენდობას ვითხოვ. ბოროტებით არ მომსვლია. ბოროტებით არც მომავალში ვაპირებ სიარულს. ქვეყანას სამსახური სჭირდება, თანამოქალაქეებს - მშვიდობა, ახალგაზრდებს - მომავლის რწმენა. ერთად შეგვიძლია.

P.შ. როდესაც წილი ნაყარია, მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში. ცოტა პათეტიკურია, მაგრამ - სიმართლე",- წერს  თევზაძე.