Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
24-01-2015, 14:28
ნანახია: 1120

პაატა კოღუაშვილი: ახალი კანონპროექტი ქართველი გლეხის დაშინებისა და ქართული მიწების განიავების აშკარა მცდელობაა!

`ივერიონს" ესაუბრება ექსპერტი აგრარულ საკითხებში, პროფესორი პაატა კოუაშვილი

ბატონო პაატა, სოფლად დაუმუშავებელი მიწებისთვის გლეხებს სანქციები დაუწესდებათ. ეს ინიციატივა მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას ხომ არ შეუწყობს ხელს?

-პირდაპირ გეტყვით, ეს ცუდი კანონპროექტია! 

ასეთი სანქციები დაუმუშავებელი მიწებისთვის დააწესა აბრაამ ლინკოლმა - 5 წლის განმავლობაში ფერმერი თუ არ შექმნიდა ფერმას, მიწას ართმევდა. 

საქართველოში არის ნიადაგები, რომლებსაც დასვენება, რეკულტივაცია და ეროზიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის ჩატარება სჭირდება. ამ კანონპროექტს უკუძალა არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა ვიზრუნოთ, რომ რაიმე სპეკულაცია არ მოხდეს. 

ცნობილია, რომ აფრიკისა და უკრაინის ნოყიერ მიწებს მდიდრები ყიდულობენ. ასე რომ არ მოხდეს საქართელოშიც და ხელში არ ჩაიგდონ ჩვენი მიწები, ისინი მიზნობრივად უნდა დამუშავდეს.

რაც შეეხება დეგრადირებულ მიწებს, რომლებიც საქართველოში 60%-ზე მეტია, თავის დროზე რეიგანმა ასეთი მიწების 13 მლნ ჰექტარი დაასვენა და მომავალ თაობაზე ვზრუნავო, თქვა. ქართველი გლეხი არ უნდა იაძულოს ამ კანონმა, რომ მიწა გაყიდოს. ჩვენს ხელისუფლებას ამ კანონის ხალხის გარეშე მიღების უფლება არ აქვს. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, გადამთიელებზე იმედის დამყარება სოფლის მეურნეობის გადარჩენის იმედით, უიმედოა. 

ეს კანონპროექტი კიდევ ერთი მცდელობაა ქართველი გლეხის დაშინებისა და ქართული მიწების განიავებისა, რაზეც საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს. 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა