ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით!

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით!

 " ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით ",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ფიქსირდება "კორუფციის მეტასტაზები".

"ერთ რამეს ვიტყვი, ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით, ასფალტების ტენდერების გადაწყვეტაში ნარმანია სუს-ის ოფიცრებს რომ ეკითხება, ყოველ დილა საღამოს სუს-ის ოფიცრებთან ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, იქ ასფალტი დავაგო თუ არაო. სუს-მა და ყველაფერმა დანარჩენმა.. კორუფციამ, ქვეყანაში მეტასტაზები წავიდა იქ, რისი მონაპოვრებიც ჰქონდათ გინდაც ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლებს. ჯარში არ წასვლაზე ფულის გადახდები მიდის. კეზერაშვილი მომპარავს ფულს თუ თამაზაშვილ-ჯანყარაშვილი ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მიაქციეთ ყურადღება ამას!",-განაცხადა ელისაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: