რა ელოდება ქართულ მიწას?!

რა ელოდება ქართულ მიწას?!

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვილებებისა და დამატებების თაობაზე საზოგადოებაში დიდი ვნებთაღელვა გამოიწვია,

ამ საკითხთან დაკავშირებით, "ივერიონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფესორებმა მიხეილ ჯიბუტმა და ზურაბ რევიშვილმა ისაუბრეს.

პროფესორ მიხეილ ჯიბუტის განცხადებით,  აღნიშნულ კანონპროექტში ბევრი უზუსტობებია.

"ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა, ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. აღსანიშნავია, რომ ეს კომისია გამჭვირვალედ მუშაობდა, მაგრამ თვით იმ კომისიაში მომუშავე ექსპერტებს არ მიუღიათ მონაწილეობა კანონპროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში. როდესაც კანონპროექტი ვნახე, ჩემთვის ეს იყო შოკი. ჩემს მიერ არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციაში, არის ის არგუმენტები, თუ რა საფრთხეს შეიცავს  ეს კანონპროექტი.

 პირველი, რაც მინდოდა მეთქვა არის ის, რომ  უცხოელებზე მიწის მიყიდვა- არ მიყიდვის საკითხი ის ფასადია, რომელიც რეალურად უნდა გადაწყდეს. ჩვენ, ვინც ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვაცხადებთ, რომ მიწაზე ყიდვა-გაყიდვის საკითხი სრულფასოვანი უნდა იყოს. იქ  დგას საკითხი, თუ როგორ, რა პიროებებში და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს მიწის გასხვისება.  ეს კანონი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს არ შევუქმნათ დისკომფორტი"-აცხადებსჯიბუტი.

პროფესორ ზურაბ რევიშვილის განცხადებით,

"დასაწყისში იყო მცდელობა, რომ  კარგი კანონპროექტი შემუშავებულიყო.

"ასევე იყო საუბარი მიწის კანონმდებლობის სრულად შეცვლაზეც. ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეჯერება მოხდა, ეს იყო უფლების დაშვება მთავრობისათვის განსაკუთრებულ ბიზნეს-გეგმებზე, რომელსაც წარმოადგენდნენ უცხოელი ინვესტორები და რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. დანარჩენ შემთხვევაში იყო მხოლოდ სამუშაო ჯგუფების განხილვები, რაც არ არის ასახული ახსნა-განმარტებით ბარათში. ჩემი პოზიცია იყო, რომ უცხოურ იურიდიულ პირს მიწის შესყიდვის უფლება არ უნდა ჰქონოდა. ასევე გაუგებარია ის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. რაც შეეხება ბანკებს, მორატორიუმის პირობებში მათ შეუნარჩუნდათ მიწებზე შესყიდვის უფლება. საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რომ მიწების გარკვეული ნაწილი არის ბანკების ხელში. რა თქმა უნდა, ბანკები არ არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები და ბუნებრივია, ისინი გაყიდიან ამ მიწებს და არსებობს საშიშროება, რომ ეს გადავა უცხოელების ხელში.  ასევე მოუგვარებელია დაზღვევის საკითხი, ვიცით, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება უდიდესი რისკების ქვეშ არის. რეალურად ყოველ 5-7 წელიწადში 3-4 წელიწადი მოუსავლიანია, ასე, რომ ძალიან დიდი რისკებია ამ კანონპროექტში ჩადებული იმისა, რომ ადამიანი მიწას დაკარგავს". 

 

(ნაწილი1) 

 

(ნაწილიმე-2)

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: