Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
19-02-2015, 11:22
ნანახია: 1681

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:  მტერი ჩვენს სიდუხჭირეს იყენებს, რომ  ჩვენი სინდის-ნამუსი მივყიდოთ!

"ივერიონს" ესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 

-მამაო თეოდორე, საქართველოში მასშტაბური ხასიათი შეიძინა ე.წ. სუროგაციამ. ამ გზით გაჩენილ ბავშვებს თურმე (როგორც ირკვევა)  უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე აშვილებენ. რატომ დუმს და არ რეაგირებს ეკლესია ამ საკითხზე?

-მართალი გითხრათ, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციაც კი არ მქონდა. ვფიქრობ, საერო ხელისუფლებაშიც არ ყოფილა ამ საკითხზე ღიად საუბარი. დაუშვებელია, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი სხვას გადაეცეს, როცა ჩვენ თვითონ ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე.

ჩემი აზრით, სუროგაცია და ამ გზით გაჩენილი ბავშვების ერთსქესიან წყვილებზე მიშვილება  კრიმინალია, რომელიც  ევროპის 3-4 ქვეყანაშია მხოლოდ  ნებადართული და ქართველებმა აქაც მოინდომეს ამ უმსგავსობაში დაემსგავსონ მათ?! 

ჩემთვის ცნობილია, რომ სუროგაციის შესახებ სამსჯელოდ შეიკრიბნენ მეცნიერები და ერთხმად აპირებდნენ მის აღკვეთას, მაგრამ ერთმა მხცოვანმა ექსპერტმა, რომელიც სწორედ იმ ქვეყნიდან იყო, სადაც ეს ნებადართულია, ყველა "დაითანხმა" და ამ ექსპერტის ნააზრევი ამჯობინეს 20 ქართველი მეცნიერის ნააზრევს. 

-საინტერესოა, რატომ დუმს ეკლესია და არ აპროტესტებს უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტს  იმ ფორმითა  და შინაარსით, რაც მალე კანონად იქცევა?

-სანამ ისეთი ხელისუფლებები გვეყოლება, რომლებიც უცხოეთის დირექტივებით მოქმედებენ, საქართველოს მეტი პრობლემა შეექმნება. მიწისა და ბავშვის უცხოელებზე ამ ფორმით გასხვისება   სამშობლოს ღალატია. ამის დამკანონებელსა და ხელშემწყობს არც სამშობლო უყვარს, არც ზნეობა აქვს და არც მორალი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია მათში ურწმუნოება... შეიძლება გულმხურვალე ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ზნეობრივი იყო, თუმცა ფული, რომელიც დღეს მათ ხელში ტრიალებს, მათივე საცდური გახდა! 

ეს პრობლემები, ერთმხრივ, ეკონომიკური სიდუხჭირითაცაა განპირობებული. მტერი სიდუხჭირეს იყენებს, რომ სინდის-ნამუსი მივყიდოთ. 

-რას ფიქრობს საქართველოს პატრიარქი?

-პატრიარქმა  არაერთხელ სცადა ამ თემების განხილვა, მაგრამ ვინ მოუსმინა? ადამიანები სინდისის წინააღმდეგ რომ მიდიან, ეკლესიას არ უსმენენ. 

-სად არის გამოსავალი?

-70-წლიანი ათეიზმის ეპოქაში ქართულ ეკლესიას მისიონერობის უფლება არ ჰქონდა, მისიონერობის ორგანო ატროფირებული გახდა და უკანასკნელი 25 წელია ეს ორგანო ვერ აღსდგა. მისიონერობა საქართელოში, პრაქტიკულად, მკვდარია, ჩვენს ეკლესიებში საბჭოური მდგომარეობაა. რუსეთში კი დღეს საგრძნობლად მომძლავრდა მისიონერული მოღვაწეობა - ქადაგების, ღვთისმსახურებისა და მისიონერობის დონეზე. ჩვენ კი ხელ-ფეხშეკრულნი ვართ და ამიტომ გვერევიან.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა